არმაზ ახვლედიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას იღებს, როგორც ახვლედიანმა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში აღნიშნა, შეთავაზება ივანიშვილისგან გუშინ საღამოს მიიღო.
,,გუშინ მივიღე შემოთავაზება ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან ამ თანამდებობასთან დაკავშირებით. Mმე დავთანხმდი და საბოლოო გადაწყვეტილებას ბატონი ბიძინა გამოაცხადებს'', - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არმაზ ახვლედიანს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა.