"სოფლის მეურნეობის პროგრამა ძალიან სწრაფად ამოქმედდება", - განაცხადა ივანიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრისას.
"ეს პროგრამა ამოქმედდება ძალიან სწრაფად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი პროცედურების დაცვას რასაც დასჭირდება ის დრო იქნება ამაზე დახარჯული. რაც შეეხება წყაროს, დაახლოებით იგივე პასუხია აქაც, როდესაც ჩვენ ამ ფონდზე ვსაუბრობდით და რეალური წარმოდგენა არ გვაქონდა ჩვენი ბიუჯეტის შესახებ აქაც მხედველობაში მქონდა, რომ ჩვენ დამატებით წყაროებს გამოვნახავდით ბიუჯეტს გარდა", - განაცხადა ივანიშვილმა. M
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" სოფლის მეურნეობის პროგრამას უახლოეს პერიოდში აამოქმედებს.
"ჩვენ მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან შევისწავლით ბიუჯეტის შესაძლებლობებს და ის, რაც შესაძლებელი არ იქნება იმ რაოდენობის თანხა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან ისევ იგივე გზებით მხედველობაში გვქონდა მოვახერხებთ და კანონიერი გზით ამ ფონს აუცილებლად დავაფინანსებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს პარლამენტში ხვდება.