,,ხიდის დანგრევის სურვილი ისევ გამაჩნია", - განაცხადა ივანიშვილმა ,,ნაციონალურ მოძრაობის" წევრებთან შეხვედრისას.
,,ხიდს, რაც შეხება იგივე სურვილი გამაჩნია არა მარტო ხიდთან დაკავშირებით რიყეზე. თქვენ ნახავთ ზარბაზნის ტუჩს ჰგავს ის შენობა რიყეზე ორი შენობა რომ შენდება. რამდენად მოგწონთ მე არ ვიცი. ხიდის დაბალანსება ამით უნდოდა, ხიდი კიდეც დააბალანსა უარესი საშინელება შენდება, თუ აქცევთ ყურადღებას რას ნიშნავს და რას გავს არ ვიცი", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი რიყეზე მუსკომედიის თეატრის აშენებას გეგმავდა.
მისივე განცხადებით, რიყეზე ხიდის აშენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე იდეა არსებობს.
,,იდეა მაქვს, მაგრამ მე ამას ერთპიროვნულად არ განვახორციელებ. რაღაც ,,ფეისბუკზე" უკვე დავდეთ უფრო რეალურად გამოვკითხავთ თბილისელებს, საქართველოს მოსახლეობას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ივანიშვილმა
.