" ქურედული სამყაროს წინააღმდეგ ჩვენ იმავე მეთოდებით არ ვიმუშავებთ, როგორც თქვენი ხელისუფლება მუშაობდა, ასე გაემოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა გააგრძელებდა თუ არა ახალი ხელისუფლება ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.
ივანიშვილის განმარტებით, წინა ხელისუფლების მეთოდები იყო საშინელება და ახალკი მთავრობა შედეგის მიღწევას ცივილიზებული ხერხებით შეეცდება.
ბიძინა ივანიშვილმა განმარტა , რომ ქვედა და საშუალო ფენებში კორუფცია მართლაც შემცირდა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა მიმდინარეობა, თუმცა ქვეყანაში წარმოიქმნა ელიტარული კორუფცია
„თქვენ და თქვენი გუნდი ახერხებდით, ევროპისა და ევროპული ინსტიტუტების მოტყუებას და რეიტინგებში იმარჯვებდით და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში საქართველოს ლამის პირველ ადგილზე იყო, თუმცა ადამიანის უფლებები საქართველოში იყო კატასტროფულ მდგომარეობაში. საქართველოში არ იარსებებს არანაირი მაფიოზური და კრიმინალური დაჯგუფეფები და ეს მოხდება ცივილიზებული მეთოდებით, განსხვავებით, იმ მეთოდებისგან, რომლებსაც თქვენ იყენებდით", - განუცხადა დავით საყვარელიძეს ბიძინა ივანიშვილმა.