დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-სექტემბერში 2378 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2011 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 11 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტმა 910 მლნ. აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1468 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (5 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 51 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2011 წელს - შესაბამისად 33, 48 და 28 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14 პროცენტი (2011 წლის იანვარ-სექტემბერში - 19 პროცენტი). 2012 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 15 პროცენტით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7595 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1770 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 5824 მლნ. აშშ დოლარს (17 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-სექტემბერში 4054 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.