2012 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავში¬რის ქვეყნებთან 2064 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 260 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 1804 მლნ. აშშ დოლარი (26 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 15 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი. (2011 წლის იანვარ-სექტემბერში - შესაბამისად 26, 17 და 29 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38 პროცენტი (2011 წლის იანვარ-სექტემბერში - 34 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7595 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1770 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 5824 მლნ. აშშ დოლარს (17 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-სექტემბერში 4054 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.