საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილს ბრალის შეწყვეტაზე და დაყადაღებულ ქონების დაბრუნებაზე უარი უთხრა . მისი ბრალეულობისა და ქონების ბედი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოძიების მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევისა და ერთობლიობაში შეჯერების შედეგად საბოლოო გადაწყვეტლების მიღებისას თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყდება. ნათქვამია ბრალდებული ბიზნემენის ადვოკატების საქართველოს პროკურატურისადმი მიმართვის პასუხში.
დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამა წლის 5 ნოემბერს 14 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილია. შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ კომპანია ვაკე-5-ის და ალბატროს ჯგუფის იურისტებმა საქრთველოს პროკურატურას კომპანიის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ვაკე-5 -ის საკუთრების აღიარების აღდგენისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შპს ალბატროს პრეზეტისათვის 3 000 000 ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დარიცხულ თანხაზე საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნები ამ უწყებებში ოფიციალურად ჩააბარეს. M
ამასთან ერთად საქართველოს პროკურატურას ასევე გამოსაძიებლად გადაეცა ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა სიაც.
ჰოლდინგური კომპანია ვაკე-5-ის და ალბატროს ჯგუფის მფლობელი და დამფუძნებელი შვეიცარიაში პოლიტდევნილი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილია, მან ასევე საჯაროთ მიმართა ხელისუფლებას შეეწყვიტათ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დაებრუნებინათ მისთვის წართმეული და დაყადაღებული ქონება. ამით მისი განცხადებით, ქვეყანა თავიდან აიცილებდა საერთასორისო სასამართლოებში და არბიტრაჟებში საქმის განხილვას.
კეთილი ნების გამოჩენისათვის ალბატროსისა და ბეგიაშვილის საქმეზე ,,ბიზნესმენთა შეხვედრაზე,, საჯარო მოხელეებს, ასევე "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა საკუთარი ნებით დათმონ მიტაცებული ქონება., და რომ ის ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს.