"არასრულწლოვნების საქმეებზე საპროცესო შეთანხმებების დადება არ უნდა აიკრძალოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მთავრობის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
ნოკოლაიშვილის განაცხადებით, საპროცესო შეთანხმებების დადება არავისთვის არ უნდა აიკრძალოს, თუმცა ამ მექანიზმის მკაცრად გაკონტროლება უნდა მოხდეს.
,,საპროცესო შეთანხმებები თავისთავად, მიუღებელი ინსტიტუტი არ არის. იგი მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ კარგად მუშაობს, იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო შეთანხმებებს ბოროტად, ბიუჯეტის შევსებისთვის არ გამოიყენებ. ვფიქრობ, საპროცესო შეთანხმება არავისთვის არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს, თუ რა პირობებში უნდა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, რათა ბოროტად არ იქნას გამოყენებული", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკოლაიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში საპროცესო შეთანხმება უსამართლობაზე იყო დაფუძნებული.
,,საქართველოში საპროცესო შეთანხმებები ბოროტებასა და უსამართლობაზე იყო დაფუძნებული და მხოლოდ 2-3%-ის შემთხვევაში ზეიმობდა სამართლიანობა", _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალ სამთავრობო პროგრამის თანახმად, იკრძალება საპროცესო შეთანხმებების დადება არასრულწლოვნების საქმეებზე.