ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორზე ავიაიერიშის შედეგად "ჰამასის" ორი წევრი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი დაჭრილია.
ბი-ბი-სის ცნობით, ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ დარტყმა მიტანილი იქნა ბოევიკებზე, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშს ამზადებდნენ.
გუშინ 23 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის არმიის ერთი ოფიცერი დაიჭრა.
ავადარყმა, ღაზას სექტორის ყატარის ემირის მიერ დატოვებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ განხორციელდა. ეს იყო ამ ტერიტორიაზე უცხოელი ლიდერის პირველი ვიზიტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორს ჰამასის დაჯგუფება აკონტროლებს.