"ქართული ოცნება" "საქსტატის" რეფორმას გეგმავს. როგორც მმართველი გუნდის სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური არის დამოუკიდებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დაწესებულება, რომლის დირექტორსაც 5 წლის ვადით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
"მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დიდი მნიშვნელობის გამო აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციით განისაზღვროს ასეთი აღწერის ვალდებულება სულ ცოტა 10 წელიწადში ერთხელ", - განმარტებულია პროგრამაში.