კოსტა-რიკაში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6,6 მაგნიტუდა შეადგინა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიტცენტრი კოსტა -რიკის დედაქალაქ სან-ხოსედან 145 კილომეტრში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით ეპიტცენტრი ტურისტულ რაიონთან ახლოს იყო.
სწორედ ეს ადგილი გასულ თვეს- სექტემბერში მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
ნგრევისა და მხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცუნამი მოსალდნელი არ არის.