დღეს, 24 ოქტომბერს, კრემლში რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოლაპარაკებები "უმაღლეს დონეზე" გაიმართება.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში ჩავიდა. ე.წ. სამხრთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციიით, თიბილოვი რუსეთის ფედერაციაში "ოფიციალური ვიზიტით" რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავიდა.
მათი ინფორმაციით, აეროპორტში ოს სეპარატისტთა ლიდერს და ოსური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სახელმიფო დეპარტამენტის დირექტორი იური ფილატოვი და საპატიო ყარაულის როტა.
სამხედრო ორკესტრმა აეროპორტშივე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო ჰიმნი და რუსეთის ფედერაციის ჰიმნი შეასრულა. "ამ საზეიმო ცერემონიალს ასევე ესწრებოდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი", _ იუწყება ოსური მედია.
ოს სეპარატისტთა ლიდერი მოსკოვში 25 ოქტომბრამდე დარჩება.