ევროპარლამენტმა მოიწონა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ევროსაბჭოს სთავაზობს აკრძალოს ევროკავშირში რუსი ჩინოვნიკების შესვლა, რომლებიც სავარაუდოდ, დაკავშირებულნი არიან იურისტის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან.
დოკუმენტში ასევე არის მოწოდება, რიგი რუსი ჩინოვნიკებისთვის ევროპის ბანკებში ანგარიშების გაყინვის შესახებ.
ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მაგნიტსკის დაპატიმრება, მისი ყოფნა იზოლატორში და სიკვდილი ადასტურებს რუსეთის უპატივცემლობას ადამიანის ფუძემდებლური უფლებებისადმი.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ მაგნიტსკის დევნა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.
Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში "მატროსკაია ტიშინას" საავადმყოფოში დაიღუპა.
გამოძიება მას გადასახადების გადაუხდელობას ედავებოდა, თუმცა ფონდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ადგილი ქონდა ფაბრიკაციას.