იარაღსა და ნარკოტიკს არავის ჩავუდებთ, დანაშაულს დანაშაულს არ დავუპირისპირებთ და ამით პოლიციას დანაშაულის ჩადენისკენ არ ვუბიძგებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილია სოდი-ს დეპარტამენტის გაუქმება.
"სამინისტროში რეფორმებისა და განვითარების ბიურო შეიქმნება. ე.წ. კანონიერი ქურდების მიმართ ბრძოლა არ შეჩერდება და თუ ისინი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავენ, მათ შესაბამის უწყებაში განათავსებენ. კრიმინალთან მაქსიმალურად შეურიგებელი ვიქნებით. კომპლექსურად ვიბრძოლებთ დანაშაულთან და არა მოქმედებასთან. იარაღსა და ნარკოტიკს არავის ჩავუდებთ, დანაშაულს დანაშაულს არ დავუპირისპირებთ და ამით პოლიციას დანაშაულის ჩადენისკენ არ ვუბიძგებთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.