სულ მცირე უსაფრთხოების 10 თანაშრომელი დაიღუპა თალიბების მიერ დასავლეთის პროვინცია გერათზე თავდასხმის დროს. მოკლულთა შორის არის ხუთი პოლიციელი და რაიონის პოლიციის უფროსი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. თავდასხმა ამ დილით მოხდა.
ავღანური პოლიციის განცხადებით, მას შმდეგ რაც პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს დაიღუპა სულ მცირე ორი ბოევიკი.