პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გამონაკლისს მხოლოდ ტერორიზმთან დაკავშირებული გამონათქვამი წარმოადგენს. ამნისტია ასევე არ ეხება იმ დამნაშავეებს, რომლებიც გაქცეულები არიან. მათ ეს შეღავათი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხებათ, თუ ისინი დანებებას გადაწყვეტენ.
სირიის სახელმწიფო ტელევიზია ასევე აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის ქვეშ ხვდება შეიარაღებული ოპოზიციის მოქმედებები, რომლებიც სირიის ხელისუფლებასთან უკვე ერტ წელზე მეტია ბრძოლას აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები