რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი რუსეთში ბავშვთა თვითმკვლელობის რაოდენობის ზრდაზე საუბრობს და ამ ტენდენციას საგანგაშოს უწოდებს.
საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წელს რუსეთის ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა მიერ განხორციელებული თვითმკვლელობების 798 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2011 წელს - 896, ხოლო 2012 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულია 532 შემთხვევა.
საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნული ტენდენციის შესაჩერებლად პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების აუციელბლობაზე საუბრობს.