აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელემაყურელბლების გამოკითხვის მიხედვით, ტელედებატების მესამე რაუნდში, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ როპმნი დაამარცხა.
CNN-ის ინფორმაციით, ობამას ხმა მისცა გამოკითხული მაყურებლების 48%-მა, ხოლო მიტ რომნის მხარი დაუჭირა 40%-მა.
ტელედებატების ბოლო რაუნდი ფლორიდაში გაიმართა და ის საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტელედებატებამდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ობამასაც და რომნისაც თანაბარი რეიტინგი - 47-47 პროცენტი ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ დებატების პირველ ტურში მიტ რომნიმ , ხოლო მეორეში ბარაკ ობამა გაიმარჯვა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.