სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რომ სწორი პოლიტიკის გატარების შემდეგ, ფერმერი გარკვეულ შვებას იგრძნობს, თუმც დავით კირვალიძე შედეგების დროის პროგნოზირებისგან თავს იკავებს. როგორც გადაცემა „პოლიტმეტრში" სტუმრობისას მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, „სოფლის მეურნეობა არ არის მშენებლობა, რომ დღეს დავიწყოთ და ხვალ დავასრულოთ. თუმც ერთი წლის თავზე ფერმერი გარკვეულ შვებას იგრძნობს".
კირვალიძე აცხადებს, რომ გაკეთდება დარგობრივი პროექტები იმ კულტურებზე, რომელიც ამა თუ იმ რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ კულტურის განვითარებისთვის საჭიროა ასევე ჯიშთგანახლება.
მასალის გამოყენების პირობები