სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, დავით კირვალიძე არ გამორიცხავს, რომ იმ 1 მილიარდში, რომელსაც „ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ დაპირდა მოსახლეობას, დონორების თანხებიც იყოს.
„ამაზე კონსულტაციებს გავივლით, თუმც ჩემი აზრით ეს ფონდი უნდა იქცეს ძირითად ინსტრუმენტად და არა ისეთ წყაროდ, რომელსაც მუდმივად დაჭირდეს გამოყენება"- აცხადებს კირვალიძე.
მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რომ დარგის განვითარებისთვის პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ეს არის, ირიგაციისა და დრენაჟის მიმართულება.
„აღმოსავლეთ საქართველოში წყლის უქონლობა არის მაილიმიტირებელი ფაქტორი მოსავლის აღებაში. შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ მოსავალი არ მოვიდეს უწყლობის გამო. დასავლეთ საქართველოში არის ადგილები, სადაც დრენაჟის სისტემები არ არის განსავითარებელი. პრიორიტეტია ასევე სერვისის განვითარება ფერმერებისათვის, მათ შორის მანქანა-ტრაქტორთა პარკით, ნედლეულით მომარაგებით - ეს არის სათესლე მასალა, ეს არის სასუქები, ეს არის ვეტერინალური მედიცინის პრეპარატები, დამატებული ამას კონსულტაცია, რომელიც დაკარგულია და ეს აუცილებლად უნდა იყოს, ოღოდნაც ვიმეორებ, რომ ესეც კერძო სექტორის ხელით"- აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
მასალის გამოყენების პირობები