იტალიის ქალაქ აკვილას სასამართლომ ექვს სეისმოლოგს და ერთ ჩინოვნიკს 6-6 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა, რისი მიზეზიც 2009 წელს მოხდარი უძლიერეს მიწსძვრამდე რამდენიმე დღით ადრე რისკის არასათანადო შეფასება გახდა.
ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილნი არაგანზრახულ მკვლელობაში.
შვიდივეს სიცოცხლის განმავლობაში აეკრძალთ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.
აკვილაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 2009 წლის 6 აპრილს მოხდა, რომელსაც 309 ადამიანი ემხვერპლა.