პრეზიდენტი ბაშარ ასადი არის სირიის ეროვნული უმცირესობების უსაფრთხოების დაცვის გარანტი, მას ჯერ კიდევ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"პრეზიდენტი ბაშარ ასადი არის სირიაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების უსაფრთხოების დაცვის გარანტი, რომლებიც იქ ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ", _ განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ყველაზე კონსერვატიული შეფასებებითად კი, ასადს მხარს ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ მესამედი უჭერს.
"ყველაზე კონსერვატიული შეფასებებითაც კი, რომლებსაც ჩვენი დასავლეთევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, მოსახლეობის მინიმუმ მესამედი კვლავინდებურად მხარს უჭერს მას, როგორც ადამიანს, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ არ დაუშვას სირიის გადაქცევა ისეთ ადგილად, სადაც უმცირესობებს ცხოვრებისა და განვითარების საშუალება არ ექნებათ",- განაცხადა ლავროვმა.