დღეს, 22 ოქტომბერს, 12:55 საათზე #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა 1971 წლის 24 აგვისტოს დაბადებული პატიმარი მ.კ.,
დიაგნოზი: თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
მ.კ. #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #8 დაწესებულებიდან 2012 წლის 19 სექტემბერს გადაიყვანეს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.