რუსეთის დუმის დეპუტატის თანაშემწემ ლეონიდ რაზვოჟაევმა გამოძიებას მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ მასობრივი არეულობების დაფინანსება, რომელიც მოსკოვში 6 მაისს ბოლოტნის მოედანზე მიმდინარეობდა საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის გივი თარგამაძის მიერ ხორციელდებოდა.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
მისივე თქმით, 21 ოქტომბერს რაზვპოჟაევმა თავად მიმართა საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს და გამოცხადება ითხოვა.
"მან დეტალურად აღწერა მასსა და "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის, ასევე სხვა პირების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობების ორგანიზება ასევე აღნიშნული პირების თანამონაწილეობა 6 მაისს ბოლოტნის მოედანზე მიმდინარე არეულობებში", _ განაცხადა მარკინმა და აღნიშნა, რომ როგორც რაზვოჟაევის ჩვენებიდან ირკვევა ამ არეულობების "დაფინანსება თარგამაძის მხრიდან ხდებოდა".