ოპოზიციური "მემარცხენე ფრონტი"-ს ლიდერი სერგეი უდალცოვი უარყოფს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაისში მოსკოვში "მილიონიან მარშს" ქართული მხარე აფინანსებდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება - ეს ან დეზინფორმაციაა ან მათ აიძულეს რაზვოჟაევი ასეთი რამ ეთქვა, შესაძლოა ძეწოლითა და წამების ქვეშ",_ აცხადებს უდალცოვი და აღნიშნავს: "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. არავითარი დაფინანსება არც 6 მაისს და არც სხვა აქციების დროს ვიღაც თარგამაძის მხრიდან არ ყოფილა", _ აცხადებს უდალცოვი.
შგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით რუსეთის დუმის დეპუტატის თანაშემწემ ლეონიდ რაზვოჟაევმა გამოძიებას მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ მასობრივი არეულობების დაფინანსება, რომელიც მოსკოვში 6 მაისს ბოლოტნი მოედანზე ხდებოდა საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის გივი თარგამაძის მიერ ხორციელდებოდა.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის თქმით, 21 ოქტომბერს რაზვპოჟაევმა თავად მიმართა საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს და გამოცხადება ითხოვა.
"მან დეტალურად აღწერა მასა და "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის, ასევე სხვა პირების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობების ორგანიზება ასევე აღნიშნული პირების თანამონაწილეობა 6 მაისს ბოლოტნი მოედანზე მიმდინარე არეულობებში", _ განაცხადა მარკინმა და აღნიშნა, რომ როგორც რაზვიჟაევის ჩვენებიდან ირკვევა ამ არეულობების "დაფინანსება თარგამაძის მხრიდან ხდებოდა".