საბერძნეთში, ერთ-ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის გელა ქარდავას ინიციატივით, ეროვნებით მოლდაველი კრიმინალი, სახელად სერგეი, ზედმეტსახელად "კიტაეც"-ი ე.წ. კანონიერ ქურდად აკურთხეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდების ჯგუფი დააკავეს.
ისინი იქ ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. ყველა დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანის, იგივე დედ ჰასანის მოწინააღმდეგეთა ბანაკის წარმომადგენელია.