კრასნოდარში ღამის კლუბის ოთხი დაცვის წევრს კავკასიელებმა ბიტებითა და რკინის საგნებით სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი კავკასიელი ღამის კლუბში შეიჭრა და ჰაერში ცეცხლი გახსნა.
სროლის შემდეგ კავკასიელებსა და კლუბის დაცვის წევრებს შორის ჩხუბის დაიწყო. დაცვის წევრები სხვა და სხვა დაზიანებებით სავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს.
"წინასწარი ინფორმაციით, ამ ღამის კლუბსა და ჩამოსულებს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მიმდიანრე წლის ზაფხულში წარმოიქმნა, რომლის შედეგადაც დაცვამ კავკასიელები ღამის კლუბიდან გააძევა. სამართლდამცავები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული თავდასხმა შურისძიების მიზნითაა მოწყობილი",_ იუწყება რუსული მედია.