კუბის ექს-ლიდერი ფიდელ კასტრო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად, საჯაროდ გამოჩნდა.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
ჰავანის ერთ-ერთი სატუმროს მოსამსახურეები ირწმუნებიან, რომ კასტრო სასტუმროში ვენესუელელ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდა.
ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ელიას ხაუამ დაადასტურა, რომ იგი მართლაც შეხვდა ფიდელ კასტროს და მათი საუბარი ხუთ საათს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, ორიდე დღის წინ Fox News-ისმა გაავრცელა ინფოერმაცია, რომ კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ ინსულტი მიიღო. Fox News-ი იუწყებოდა, რომ მას არ შეუძლია გამართულად საუბარი, აქვს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები და ვერ ცნობს ადამიანებს.
"მას ტვინში სისხლი ჩაექცა და ამჟამად ვერავის ვერ ცნობს. მისი ორგანიზმის ნევროლოგიური ფუნქციები არ მუშაობს. იგი ახლოსაა ვეგეტატიურ მდგომარეობასთან", - წერდა გამოცემა კასტროს ექომზეწ ხოსე მარკინზე დაყრდნობით. მისვე თქმით, კასტროს ამ მდგომარებაში შეუძლია კიდევ იცოცხლოს მრავალი კვირა. "მას კიდევ შეუძლია იცოცხლოს მრავალი კვირა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფიდელს საჯაროდ ვერასოდეს ვიხილავთ", - განაცხადა ექიმმა.
ფიდელ კასტროს ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ ბოლო პერიოდში ხმები არაერთხელ გავრცელდა.