გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის სპეციალურმა წარგზავნილმა სირიაში ალხდარ ბრახიმმი სირიის ლიდერს ბაშარ ასადს შეხვდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ დამასკოში მათი შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ დეტალები, თუ რაზე ისაუბრეს სპეცწარმომადგენელმა და სირიის ლიდერმა არ დაკონკრეტებულა.
ბრახიმი ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
დამასკოში ჩასულმა სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმ,ედებები სამათავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის უნდა შეწყდეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
შგახსენებთ, რომ სირიის ეროვნულმა საბჭომ -ემიგრანტების ოპოზიციურმა დაჯგუფებამ - მხარი დაუჭირა საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას, იმ პირობით, რომ დამასკო ამას პირველი დათანხმდება.
"ჩვენ დადებითად ვეკიდებით სისხლისღვრის შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლებლობას. თუმცა მივიჩვეთ, რომ ეს მოწოდება პირველ რიოგში განკუთვნილია სირიის რეჟიმისადმი, რომელიც აგრძელებს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვას", - განაცხადა სირიის ეროვნული საბჭოს ლიდერმა აბდელ ბასეტ სეიდმა.
თეირანში გამართული მოლაპარაკებებისას, გაეროსა და არაბეთის სახელმწიფოების ლიგის წარმოამადგენელმა ლახდარ ბრახიმმა, კვლავ გაიმეორა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება დამასკოსადმი, ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი, რათა შემდგომ იმავეს დასთანხმდეს შეიარაღებული ოპოზიცია.
საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე მუსულმანების მთავარ რელიგიურ დღესასწაულზე, მსხვერპლთშეწირვაზე, რომელიც 26 ოქტომბერს დადგება და სამი დღე გაგრძელდება.
დამასკომ აღნიშნულზე განაცხადა, რომ შეისწავლის საკითხს, თუმცა აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ ინიციატივას კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე გამოეხმაუროს.
ისტორიულად, აღმოსავლეთში, დიდი მუსულმანური დღესასწაულებისას ომები წყდებოდა, ათავისუფლებდნენ ტყვეებს და "მიღებული იყო სიკეთის ქმნა".