თეთრი სახლი უარყოფს გაზეთ New York Times-ის ინფორმაციას, თითქოს, თეირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სთან ერთი-ერთზე მოლაპარაკებების გამართვას.
საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა პირველად გამოხატა მზადყოფნა დაიწყოს მოლაპრაკებები აშშ-თან ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემდეგ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა საუბარი იმის შესახებ, რომ ის შეიძლება გაიმართოს, არ მიმდინარეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ 22 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატები ბარაკ ობამა და მიტ რომნი გამართავენ დებატების ბოლო რაუნდს, რომელიც ძირითადად ქვეყნის საგარეო პოლიტიკას დაეთმობა.
დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოო მიზანი ბირთვული არაღის შექმნაა. თეირანი კი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
ისრაელის განცხადებით, ირანი მალე მიუახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნის "წითელ ზონას" და პრემიერი ნეთანიაღუ მომხრეა ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენტიული ავიადარტყმები განახორციელოს.