"მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი აცხადებს, რომ ოპოზიცია ახალი "მილიონიანი მარშის" ჩატარებას დეკმბრის დასაწყისში აპირებს.
"თუ მე ამირჩევენ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში მოვითხპვ რომ ახალი "მილიონიანი მარშისათვის" მზადება დაიწყოს დეკემბრის დასაწყისისათვის", _ აცხადებს უდალცოვი.
ამ დროისათვის მოსკოვში ოპოზიციის მიტინმა უკვე მიმდინარეობს, მას დუმის დეპუტატები ილია პონომარიოვი და დიმიტრი გუდკოვი ესწრებიან.
სერგეი უდალცოვმა მიტინგის მონაწილეებს მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებების შემთხვევაში მიტინგები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან გაგრძელდეს.
"გამოდიღ მოაწყვეთ მშვიდობიანი აქციები საგამოძიებო კომიტეტთან, დაე მოვიდეს ათასი ადამიანი, იქნებ შეეშინდეთ", _ აცხადებს უდალცოვი და აღნიშმნავს, რომ "მორალურად იგი მზადაა დაპატიმრებისათვის".