ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი მსახიობ ჯესიკა ბილზე დაქორწინდა. ქორწილი იტალიის სამხრეთით, ერთ-ერთ კურორტზე შედგა.
"გრძნობდე თავს დაქორწინებულად საოცრი განცდაა. ცერემონიალმა ბრწყინვალედ ჩაიარა. კარგია როდესაც შენს ირგვლივ ნათესავები და მეგობრები არიან", - განაცხადეს ახლადდაქორწინებულებმა, იტყობინება ჟურნალი People.
31 წლის ტიმბერლეიკმა და 30 წლის ბილმა ჯვრისწერის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადეს. ამ დრომდე ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობდნენ.