ნიუ-იორკის კათოლიკური არქიეპარიის სასტუმრო Waldorf-Astoria აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების მიტ რომნისა და ბარაკ ობამას შორის სახუმარო პაექრობა გაიმართა.
მოწინააღმდგეები ერთმანთზე აქტიურად მასხრობდნენ.
თუმცა ხუმრობდნენ არა მხოლოდ ერთმანეთზე. მაგალითად მიტ რომნის დასცინა მედიას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებს.
"მე უკვე ვნახე მედიაში პირველი ინფორმაცია დღევანდელ შეხვედრაზე. სათაური: "ობამა კათოლიკების ამბორში, რომნი სადილობს მდიდარ ადამიანებთან", - იხუმრა რომნიმ.
თავის მხრივ ობამამ სადილის დაწყებამდე მახვილგონივრული რემარკა გააჟღერა: "გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილები. წინააღმდეგ შემთხვევაში კლინტ ისტვუდი დაგიწყებთ ყვირილს", - ისტვუდი კი მიტ რომნის მხარდამჭერია.
რომნიმ სადილზე იხუმრა, რომ კადიდატებს ჰყავთ ახლობელი ადამიანი, რომელიც მუდამ მათთანაა. "მე მყავს ბრწყინვალე მეუღლე ენნი, მას კი ჰყავს ბილ კლინტონი", - განაცხადა რომნიმ და ბარაკ ობამასკენ გაიხედა.
ობამა კი სახელებზე იხუმრა და აღნიშნა, რომ მისი მოწინააღმდეგის სრული სახელია უილარდ მიტ რომნი, მაგრამ ცნობილი ის გახდა მხოლოდ თავისი მეორე სახელით.
"სამწუხაროა, რომ მე არ შემიძლია ჩემი მეორე სახელის გამოყენება. ის ყველა ამერიკელს არ მოსწონს", - განაცხადა ბარაკ ჰუსეინ ობამამ.
უნდა აინიშნოს რომ კნდიდატებს შორის უკვე ორი დებატები გაიმართა, ერთში გამარჯვება რომნიმ , მეორეში კი ობამამ მოიპოვა. დებატების მესამე რაუნდი 22 ოქტომბერს ქალაქ ბოკა-რატონში გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 6 ნომებერს ჩატარდება.