კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ ინსულტი მიიღო. Fox News-ის ინფორმაციით, მას არ შეუძლია გამართულად საუბარი, აქვს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები და ვერ ცნობს ადამიანებს.
"მას ტვინში სისხლი ჩაექცა და მაჟამად ვერავის ვერ ცნობს. მისი ორგანიზმის ნევროლოგიური ფუნქციები არ მუშაობს. იგი ახლოსაა ვეგეტატიურ მდგომარეობასთან", - განაცხდა ექიმმა ხოსე მარკინმა.
მისვე თქმით, კასტროს ამ მდგომარებაში შეუძლია კიდევ იცოცხლოს მრავალი კვირა.
"მას კიდევ შეუძლია იცოცხლოს მრავალი კვირა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფიდელს საჯაროდ ვერასოდეს ვიხილავთ", - განაცხადა ექიმმა.
ფიდელ კასტროს ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ ბოლო პერიოდში ხმები არაერთხელ გავრცელდა.