ხვალ, 20 აგვისტოს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. კადაფი, რომელიც ქვეყანას 42 წლის განმავლობაში მართავდა, 20 ოქტომბერს თავის მშობლიურ ქალაქ სირტში მოკლეს.
შეიარაღებული ამბოხება ლიბიაში 2011 წლის თებერვალში დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში დასრულდა. ამბოხებულებსა და მუამარ კადაფის მომხრეთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი. კადაფი 20 ოქტომბერს მოკლეს. დაჭრილი კადაფი თავდაპირველად ამბოხებულებმა ჩაიგდეს ხელში და სამი საათის განმავლობაში აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს. შემდეგ მუამარ კადაფის ნაწამები სხეული ქალაქ მისრატაში სახალხოდ გამოიტანეს, ბოლოს კი ყველასთვის უცნობ ადგილზე, უდაბნოში დაკრძალეს.