სულ მცირე 18 ადამიანი - ძირითადად ქალები და ბავშვები დაიღუპნენ ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების დროს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გზაზე დადებულ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე გადავლის შემდეგ მიკროავტობუსი აფეთქდა, რომელშიც ქორწილში დაპატიჟებული სტუმრები მიდიოდნენ.
"ბი-ბი-სის" კორესპოდენტის ინფორმაციით, ავღანეთის სამხრეთის რაიონები ქვეყანაში ერთ ერთ ყველაზე მშვიდ რაიონებად ითვლება, თუმცა ამ რეგიონში ბოლო დროს თალიბების აქტიურობა იზრდება.