კომპანია „ელიტ ელექტრონიქსს" ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი ესტუმრა. ელჩმა ვიზიტისას დაათვალიერა „ელიტ ელექტრონიქსი"-ს მაღაზიები, რის შემდეგაც შეხვდა კომპანიის მენეჯმენტს. როგორც მოგეხსენებათ კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" ისრაელის კერძო კომპანი "ბრიმაგი"-ს მფლობელობაშია. კომპანია "ბრიმაგი" ევროპისა და ისრაელის ბაზარზე ელექტროტექნიკის წარმოებისა და გაყიდვების ერთ-ერთ უმსხვილესი სავაჭრო ქსელს წარმოადგენ, რომლის წლიური ბრუნვა მილიარდ დოლარს აღემატება.
შეხვედრისას ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა და „ელიტ ელექტრონიქსი"-ს გენერალურმა დირექტორმა მატი ლეშემა, რომელიც ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და წლების მანძილზე ამერიკასა და ისრაელში რამოდენიმე უმსხვილეს კომპანიას ხელძღვანელობდა, ისაუბრეს კომაპანიის სამომავლო გეგმებზე, დამატებით ახალი ბრენდების პროდუქციის შემოტანაზე, სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე, დასაქმებასა და რაც ყველაზე მათავარია საქართველოში ინვესტიციების ზრდაზე სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით.
ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსიმ „ელიტ ელექტრონიქსი"-ს მენეჯმენტს გააცნო საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები, ის, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრი მიესალმება ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც ბიზნესის, ასევე სხვა მიმართულებებით და რომ ეს კავშირი მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლისთვის. აქედან გამომდინარე, იგი მხოლოდ მოხარული იქნება ხელი შეუწყოს უცხოელ ინვესტორებს მათ საქმიანობაში.