სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ბოლო 4 წლის განმავლობაში სებ-ის ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს და აცხადებს, რომ სებ-ს არც "ქართუ ბანკის" და არც სხვა რომელიმე ბანკის მიმართ არ მიუღია არანაირი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ სექტორისთვის თუნდაც 1 თეთრის ზიანის მომტანი ყოფილიყოს.
"ქართუ ბანკთან" მიმართებაში და არც სხვა რომელიმე ბანკთან მიმართებაში არ არსებობს სებ-ის გადაწყვეტილება, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს, რომელმაც თუნდაც 1 თეთრის ზიანი მიაყენა, ან "ქართუ ბანკს", ან სხვა ბანკს. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება არის კანონის სრული დაცვით და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისი. ამავე დროს, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, და მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება დაისვას, როგორც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის, ან რომელიმე სხვა საგამოძიებო უწყების მხრიდან. მე პირადად, როგორც სებ-ის პრეზიდენტი ვიღებ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას, რომელიც მიღებული იყო ჩემი თითქმის 4 წლიანი მმართველობის პერიოდში. ეს არის ჩემი პრინციპი, რომლისთვის არასოდეს არ მიღალატია. თუმცა მექნება თხოვნა, რომ ნუ გავასწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ იმ დასკვნებს, რომელსაც კომპეტენტური ორგანოები დადებენ", - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.