2010 წლიდან საქართველო საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program, ICP) 2011 წლის რაუნდში მონაწილეობს. ICP-ის მიზანია პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება ვალუტების მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, რაც სხვადასხვა ქვეყნების კეთილდღეობის დონეების შედარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამის საბოლოო პროდუქტია ვალუტების მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (purchasing power parity - PPP), რომელიც იანგარიშება სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების, საინვესტიციო საქონლისა და სამშენებლო მასალების ფასების, ასევე 2011 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების შედარებით. საქართველოს საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა ხორციელდება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ორმხრივი შედარების გზით.
მონაცემების დაზუსტებისა და შედარების მიზნით საქსტატში მსოფლიო ბანკის ექსპერტები და სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები განხორციელდა 2011 წელს. კვლევის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2013 წელს მსოფლიო ბანკის მიერ.