4 ნოემბრიდან ავიაკომპანია "UTair Ukraine Airlines"-ი თბილისი ოდესის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თბილისი-ოდესის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, ATR-72 თვითმფრინავით შესრულდება.
როგორც ცნობილია, "UTair Ukraine Airlines"-ი ოპერირებს "ლუგანსკის", "ბორისპოლის" და "ჟულიანის" საერთაშორისო აეროპორტებში. გადამზიდავი ფლობს: ATR 72-500, ხუთ ერთეულATR 42-300, ორ ერთეულ CRJ-200 და ერთ "Boeing 737-400"-ს.
შეგახსენებთ, რომ ოდესის მიმართულებით ფრენებს უკვე ახორციელებს ქართული ავიაციის ფლაგმანი "აირზენა".