დიდი ბრიტანეთის სპერცსამსახურებმა "თაობა Xbox"-ისთვის 100 ახალგაზრდის მისაღებად მიღება გამოცხადეს. ისინი სწავლების სპეციალურ კურსს გაივლიან, რის შემდეგაც გახდებიან კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტები.
დემონფორტის უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც ქალაქ ლესტერში მდებარეობს, ახალი სასწავლო პროგრამის - დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI6 და კონტრდაზვერვის MI5თანამშრომლების მომზადების თაობაზე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა.
ჰეიგის განცხადებით ჰაკერული შეტევები, რომელიც კიბერდამნაშავეების ან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული, ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობას.
მისი თქმით, 18 წლის კომპიუტერების მცდონეთა მიღება მიმართულია, უახლოეს წლებში, ახალგაზრდა ნოვატორების მიერ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისკენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ, რომლის დროსაც აშშ-ში და 8 სხვა ქვეყანაში 24 ადამიანი დააკავეს. ექვსი მათგანი დიდ ბრიტანეთში იქნა დაკავებული.
მათ ბრალი დაედოთ ასობით ათასი ადამიანის პირადი ინფორმაციის, სხვადასხვა დოკუმენტებისა და საბანკო ანგარიშების უკანონო მოპოვებაში.