აზერბაიჯანის სამართალდამცვამა ორგანოებმა წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ბაქოსთან მიმდებარე სოფელ გარაჩუხურში 30 მდე კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ქართველები, რომელთა ვინაობა ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.
აზერბაიჯანის სააგენტოების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სხვადასხვა ქვეყნების კრიმინალური ავტორიტეტები არიან.
"დაკავებულთა შორის არიან კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოდან და რუსეთიდან", - წერს აზერბაიჯანული მედია.
ტრენდის ინფორმაციით, სოფელ გარაჩუხურში მოხდა სროლაც, რის შემდეგაც სამართალდამცავებს მოუწიათ სოფელში შესასვლელი გზების გადაკეტვა.
აზერბაიჯანის სამართალდამცევები ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები