ხვალ, 19 ოქტომბერს, ბათუმში სამშენებლო და დიზაინის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, რომელიც 21 ოქტომბრამდე გასტანს.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და უცხოური სამშენებლო კომპანიები. სამშენებლო მასალები, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა - ეს ის პროდუქციაა, რომელსაც კომპანიები გამოფენაზე წარმოადგენენ. მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სამშენებლო და დიზაინის საერთაშორისო გამოფენას ბათუმი მეორედ მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და კომპანია "ჯეონეტ ექსპო" არიან.