საფრანგეთის სიდიდით მესამე ბანკი Credit Agricole თანახმაა თავისი ბერძნული წარმომადგენლობა Emporiki Bank-ი Alpha Bank-ს მიყიდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების შედეგად ფრანგულმა ბანკი მზადაა ბერძნული აქტივი 1 ევროდ გაასხვისოს.
გარიგების დეტალები უკვე დაამტკიცეს ორივე ბანკის დირექტორთა საბჭოებმა. გარიგების თანახმად, Credit Agricole-ი Emporiki-ს კაპიტალს დამატებით 550 მლნ ევროთი გააძლიერებს. სანაცვლოდ კი ის Alpha Bank-ის ობილგაციების, მფლობელი გახდება. როგორც ცნობილია, საუბარია 150 მლნ ევროს ობლიგაციებზე.