რუსეთის ოპოზიციის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის, სერგეი უდალცოვის თანამებრძოლს, კონსტანტინ ლებედევს, მასობრივი არეულობის მოწყობის ორგანიზების მომზადებისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის ინფორმაციით, ლებედევი თავს დამნაშავედ არ აღიარებს და ჩვენების მიცემას არა აპირებს.
საგამოძიებო კომიტეტმა გუშინ სერგეი უდალცოვიც დააკავა.
"რუსეთის ტელეარის "ენ-ტე-ვეს" ეთრეში გასულ "ანატომია -2" -ში, რომელიც საფუძვლად დაედო საგამოძიებო მოქმედებებს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ექს-თავმჯდომარე გივი თარგამაძეც ფიგურირებს. თუმცა გამოძიებას ამ დრომდე თარგამაძესთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.