საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მიიჩნევს, რომ ევროზონის კრიზისი დასასრულს უახლოვდება.
"რაც შეეხება ევროზონის კრიზისს ის დადასრულთან ახლოსაა, რადგანაც ჩვენ 28-29 ივლისის სამიტზე სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და ახლა საჭიროა, რომ ეს გადაწყვეტილებები სისრულეში მოვიყვანოთ. თუმცა მანამდე საბერძნეთში სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი ევროზონაში დარჩენა ვუზრუნველყოთ"- აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.
მისივე განმარტებით, ევროზონის პრობლემები 2012 წლის ბოლომდე უნდა გადაიჭრას.