მოსკოვის პოლიციამ და სპეცრაზმმა ქართველებისაგან შემდგარი მძარცველთა ჯგუფი დააკავა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" რუსეთის შსს-ის პრეს-სამსახურში განუცხადეს.
რუსეთის შსს-ის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, საქრთველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც სავარაუდოდ აფხაზეთიდან არიან, ძარცვასა და ყაჩაღობაშია ეჭვმიტანილი.
მისივე თქმით, ბოროტმოქმედების გამოვლენა 14 სექტემებრს სერპუხოვის რაიონში ორ მამაკაცზე მომხდარი ყაჩაღური თავდსახმის გამოძიების შედეგად მოხერხდა.
დაკავებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შემდეგ პოლიციელებმა დოკუმენტები აღმოაჩინეს, რომელთა წარმომავლობაც დგინდება. აქვე ნაპოვნია ძებმანში მყოფი ავტომობილები "მაზდა 3", "ვოლცვაგენ-გოლფი" და "მიცუბიში-ლანსერი".
ამის გარდა, დაკავებულებს აღმოაჩნდათ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, პისტოლეტი "ხორხე", ტრავმატული პისტოლეტი "მაკარიჩი" და დაუდგენელი ნივთიერების რამდენიმე შეკვრა, რომელთა ქიმიური შემადგენლობა დგინდება, წინასწარი მონაცემებით შესაძლოა ეს ნარკოტიკი იყოს.