ნიუ-იორკში ფედერალურ სარეზერვო ბანკთან აფეთქებისა მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, 21 წლის ბანგლედეშის მოქალაქე დააკავეს. კვაზი მოჰამედ რეზვანულ აჰსან ნაფისი აშშ-ში ტერორისტული აქტის მოსაწყობად ჩავიდა, იუწყება ფედერალური საგამოძიებო სამსახური.
ნაფისი დაკავებული იქნება სატვირთო ავტომობილის აფეთქების მცდელობისას, რომელშიც მისი ვარაუდით, ნახევარი ტონა ასაფეთქებელი ნივითიერებით იყო მოთავსებული.
ფედერალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ დაკავებული არ წარმოადგენდა საფრთხეს, რადაგანაც ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ნაფისს წაუყენეს ბრალი "ალ-ქაიდას" მატერიალური დახმარებით, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობაში.
გამოძიების მასალების მიხედვით დაკავებული აშშ-ში 2012 წლის იანვარში ჩავიდა და აფეთქების ორგანიოზებისთვის შესაბამისი კონტაქტების ძიებით იყო დაკავებული.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ის დაუკავშირდა, ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმატორი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მასზე დაწესდა მეთვალყურეობა.
ფედერალური საგამოძიებო სამსახურის აგენტმა მას 20 ტომარა მიჰყიდა, რომელშიც, დაკავებულის ვარაუდით 23-23 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.