სასამართლო სისტემაზე პროკურატურის დიქტატი მოისპობა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალური პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი სასამართლო პროკურატურის დიქტატის ქვეშაა.
"დღევანდელი სტატისტიკით 99,96% გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც აქ ვსხედვართ, ყველა დამნაშავე ვართ, გვაკლია პროკურორის სანქცია და მოსამართლის ბეჭედი, რომ მომავალში დამნაშავეებად ვიქცეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალი უბრალოდ არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროკურატურის დიქტატის ქვეშაა", _ განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგინა.