ხვალ, 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კინოს სახლის დიდ დარბაზში (ძმები კაკაბაძეების ქ. 2) მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, პატიმართა წამების კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების საკითხებთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
პრესკონფერენციაზე მედიისთვის ცნობილი გახდება აქამდე გაუჟღერებელი ფაქტები. საზოგადოება შეიტყობს იმ პირთა ვინაობას, რომელთა მონაწილეობა ამ საქმეში დღემდე უცნობი იყო.
სოციალური ქსელების მომხმარებლებს კი საშუალება ეძლევათ შეკითხვები facebook-ის საშუალებით გააგზავნონ მისამართზე - მედია-კავშირი ობიექტივი.